სანოტარო სოციალური უსაფრთხოების თემაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიატებისთვის სანოტარო სოციალური უსაფრთხოების თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის სანოტარო სოციალური უსაფრთხოების კომისიის სამუშაო ჯგუფმა კონფერენციაზე განიხილა ევროპის ნოტარიატების საპენსიო ფონდების საკითხები და ევროკავშირის კანონმდებლობაში ბოლო დროს განხორციელებული მიღწევები.
კონფერენციას  საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი, ნოტარიუსი დავით იმნაძე დაესწრო. დავით იმნაძე სოციალური უსაფრთხოების კომისიის წევრი (UINL-CSSN) 2021 წლიდანაა.
სოციალური უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის (CNUE-GT SSN) საქმიანობის ძირითადი მიზანი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიატების და მომავალი წევრების საპენსიო ფონდების მხარდაჭერა იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული ინსტიტუტები არ არის.
 
კონფერენცია ბრიუსელში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა  ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნებიდან.
აღსანიშნავია, რომ  საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს შორის პარტნიორად მიღებაზე შეთანხმება შედგა.
საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ქართული ნოტარიატის  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიატებთან აქტიური ურთიერთობა ქართული სანოტარო სფეროს შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში